თამადა, ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ,
მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს,
რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის
დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას
ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების
წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის
მთლი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში
თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ. საქართველოს მთიანეთის საკულტო
დღეობა-წვეულებებზე თამადას არ ირჩევდნენ - მის მოვალეობას ხევისბერი ან
გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი
ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში "თამადა", "თამათა" ერქვა
თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა.
"თამადის" ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას "ტოლუმბაშსაც" (თურქ.
toplum başı – თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/ მეთაური) ხმარობენ. ალ.
ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, "ტოლუმბაში" "ამხანაგების თავს" ნიშნავს.
თანამედროვე ფასეულობების მიმართება ქართულ ტრადიციებთან და ფასეულებათა
ევოლუცია.
თამადა – ეს არის ლხინის ან მწუხარების მიმდინარეობის ორგანიზების
ცენტრალური ფიგურა. მას საქვეყნოდ ირჩევს ოჯახის უფროსი. ამ რიტუალით იგი
ხაზს უსვამს თამადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თამადა სასურველია იყოს
იმ საზოგადოებაში პატივცემული, განათლებული, ენაწყლიანი, მომთმენი. უნდა
იცნობდეს ოჯახს, შეკრებილ საზოგადოებას, ქართული სუფრის ტრადიციებს,
მსვლელობას. დღევანდელ რეალობაში მთავარია თამადას ეკავოს კარგი
თანამდებობა და სხვას უკვე ყურადღება არ ექცევა.
თამადის ძირითადი მოვალეობაა მოახდინოს ლხინის მსვლელობის ორგანიზება.
ამისათვის მისი მთავარი ინსტრუმენტი არის სადღეგრძელო, მისი შინაარსი,
სადღეგრძელოთა რიგი და მათი მონაცვლეობის ტემპი. სადღეგრძელო, თავისი
შინაარსით, არის ლოცვის ვარიანტი. სასურველია, თამადის სიტყვა არ
სცილდებოდეს სწრაფი აღქმის ზღვარს (სავარაუდოდ 3-4 წუთი). ის, რომ თამადის
სიტყვა არ უნდა სცილდებოდეს 3-4 წუთს, დღეს უკვე თამადას შეუძლია 10 წუთი
ილაპარაკოს, რაც მონოტორულია და სუფრის წევრების დაინტერესებას ვერ ახდენს
და ხშირ შემთხვევებში არც უსმენენ მას. თამადა ვალდებულია ყოველთვის
ახსოვდეს _ ადამიანები ლხინში მოდიან გასართობად. გართობის ყველაზე
მიმზიდველი ფორმა არის ურთიერთობა. თამადა კი არის ამის ხელის შემწყობი (
ყველამ კარგად იცის რა შემაწუხებელია გაუთავებელი “მომისმინეთ,
მომისმინეთ”)
სადღეგრძელოთა რიგი განსაზღვრულია. მასში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე
ჯგუფი, რიგითობის მიხედვით. პირველი სადღეგრძელო არის მადლობა ღმერთს!
სადღეგრძელოთა პირველ ჯგუფს განეკუთვნება სადღეგრძელოები ლხინის მიზეზის
გარშემო (იუბილარის, მექორწილეების, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების
და სხვ.); მეორე ჯგუფს განეკუთვნება აუცილებელი სადღეგრძელოები (წასულების,
სამშობლოს, დამსწრე საზოგადოების პერსონულად ან გარკვეული ჯგუფების
მიხედვით და სხვ.); მესამე ჯგუფს განეკუთვნება თავისუფალი სადღეგრძელოები .
ევოლუცია განიცადა სადღეგრძელოთა თანმიმდევრობამ. დღეს ხალხს თავისუფალი
სადღეგრძელოები ურჩევნია, ვიდრე მშვიდობის , სამშობლოს და ა.შ
სადღეგრძელოების თქმას.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/თამადა
No comments:
Post a Comment