Thursday, January 24, 2013

გასული 2012 წელი ქართულ მეღვინეობაში



მოკლე მიმოხილვა
გაზეთმა „მარანმა“ შარშანდელი წლის დასაწყისში თავის მკითხველს შესთავაზა ქართულ მეღვინეობაში განვლილი, 2011 წლის მიმოხილვა და შაფასება. ჩვენ კვლავაც გთავაზობთ ასეთი ჟანრის მოკლე წერილს. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი განვლილ 2012 წელს ქართულ მეღვინეობაში და შეძლებისდაგვარად შევაფასოდ ამ დარგისძირითადი მოვლენები. თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც 2011, ისე 2012 წლებში, ჯერ-ჯერობით ნეგატიური მოვლენები უფრო სჭარბობს პოზიტიურებს... რა თქმა უნდა, ერთი მცირედი წერილის ჩარჩოები ყველა პრობლემას ვერ დაიტევს განსახილველად და ჩვენც,მხოლოდ იმ საკითხებზე შევჩერდებით, რომლებიც ასე თუ ისე გამორჩეულია.
UNESCO და ქვევრი
დავიწყოთ იმ მეტად მნიშვნელოვანი საკითხით, რომელიც ქვევრსა და ქვევრში ღვინის ქართულად დაყენებას ეხება. ეს საკითხი, როგორც საქართველოს არამატერიალური კულტურის ძეგლი, ნომინაციის სახით „იუნესკოშია“ წარგენილი. „იუნესკოს“ მხრიდან ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების ქართულ მოვლენად აღიარება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კულტურისათვის. ქართული მხრიდან, დაახლოებით 20 - კაციან სამუშაო ჯგუფში არაერთი სპეციალისტია ჩართული და ამიტომაც, დიდად ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.
იშვიათი ქართული ღვინოები
ასევე მოგახსენებთ იმ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაზე, რომელიც ჯიღაურის ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრ - „აგროში“ წამოიწყეს შარშან. საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციის საკოლექციო ნაკვეთშითავმოყრილი ძველი ქართული ვაზის ჯიშების მოსავლიდან, დარგის სპეციალისტებმა დაიწყეს ჯიშობრივი ღვინოების დაყენება. თუკი აქამდე, იშვიათიქართული ვაზის ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების აღწერილობა მხოლოდ ძველი ქართული ლიტერატურიდან ვიცოდით, დღეს, დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა თავად დააგემოვნოს ამგვარი იშვიათიღვინოების ხარისხი და იმსჯელოს მის პერსპექტივაზე. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს გადაშენების პირას მყოფ ძველი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებასა და თავ-თავიანთ კერებში გავრცელებას. მისასალმებელია, რომ ამ შესანიშნავი საქმის მესვეურები, ხსენებული ღვინოებით უკვე შიდა გამოფენებშიც იღებენ მონაწილეობას, სადაც ფართო საზოგადოებას ეძლევა საშუალება დააგემოვნოს იშვიათი ღვინოები. სასურველია, თუ ესღვინოები მომავალში ბოთლებშიც ჩამოისხმება.
რი წიგნი – „ქართული ღვინის გზამკვლევი 2013“. გზამკვლევის პირველი გამოცემა შარშან, 2012 წელს გამოიცა. მისი შემდეგი, რიგით მეორე გამოცემა გაცილებით გაუმჯობესებული და დახვეწილია, რომელიც შესანიშნავი საჩუქარია ქართული ღვინის უცხოელი თუ ქართველი  მოყვარულისათვის. მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა ორენოვანიადა ამიტომ იგი პრაქტიკული და გამოყენებადი იქნება უცხოეთის ღვინის გამოფენებზეც.

კახეთის სტიქიადა ბორბლიანი მიკროზონები...
2012 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა კახეთისათვის, კონკრეტულადკითელავისა და გურჯაანის სოფლების მევენახეებისათვის. ასეულობით მევენახეს, თავს დამტყდარმა სეტყვამ და ქარიშხალმა ყურძნის მთელს მოსავალზე ააღებინახელი.ზარალმა, სტიქიის ზონის უმეტეს ადგილებში 100% მიაღწია(საუბარია ყურძნის მოსავლის 100%-იან ზარალზე). ასეთი გამძვინვარებული სტიქია ადგილობრივი მოსახლეობის უხუცეს წარმომადგენლებსაც კი არ ახსოვთ.
ამ ყველაფერმა გამოიწვია ღვინის ქარხნებში რქაწითელისა და კახური მწვანისდიდი დეფიციტი, ხოლო ისეთი ცნობილი სამარკო ღვინო, როგირიცა, მაგალითად „წინანდალი“, 2013 წელს,სამწუხაროდ ვერ ჩამოისხმება, რადგან წინანდლის მიკროზონაში ყურძნის მოსავალი მთლიანად განადგურდა. თუმცა ზოგიერთიღვინის ქარხნის მფლობელმა დროზე აუღო ალღო შექმნილ კრიზისულ სიტუაციას დაგამოვიდაბრწყინვალეინიციატივით, რომ წინანდლის მიკროზონა „ბორბლებზე შეედგათ“ და თავს დატეხილი სტიქიის გამო იგი, მაგალითად ყვარელში,ან თუნდაც ახმეტაში გადაეგორებინათ. “რა მოხდა მერე? ძალიან არ გაიგონ უკრაინაში და ყაზახეთში ეს ყველაფერიო”. წარმოიდგინეთ, რომ საქმე კინაღამ განხილვის სერიოზულ საგნადაც კი იქცა. ხედავთ სადამდე შეიძლება მივიდეს ტვინნაღრძობ ადამიანთა ფანტაზია?
დიდებული აზრია! ამიერიდან, თუკი, მაგალითად ქინძმარაულის მიკროზონაში სეტყვა მოვა და მოსავალი განადგურდება, აქვე არ არის, საგარეჯო? ანკი აქამდე რატომ არავის მოუვიდა თავში ასეთიუნიკალური აზრი?

ყურძნის ბაზრობა თბილისში
კარგი იქნება თუ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი,თბილისის მერიასთან ერთად,დედაქალაქშიგამოყოფს შესაბამისადგილს, სადაცტრადიციადდამკვიდრდება ყურძნისყოველწლიურიბაზრობის გამართვა, რომელ ბაზრობაზეც რეგიონისმევენახეები თავიანთ ყურძენს ჩამოიტანენ გასაყიდად. ამგვარი ადგილები დღეს-დღეობით რამდენიმეც კია, მაგრამ არც ბაზრობის ადგილია მართებულად შერჩეული და არც შესაბამისიპირობებია ასეთ ადგილებთან.თავად განსაჯეთ, ამგვარ ბაზრობებზე არ არსებობს, მაგალითად ხელსაბანი, საპირფარეშო, წყალგაყვანილობა და აქედან გამომდინარეამ ადგილებშისრული ანტისანიტარიაა. ყურძნის ბაზრობა ერთხელ და სამუდამოდ, ერთ ადგილზე უნდა დამკვიდრდეს დედაქალაქსა თუ მის გარეუბანში. მას უნდა გააჩნდეს დიდი ტერიტორიადა ავტოსადგომი. სასურველია, თუ ასეთი ადგილი იქნებაგადახურვის ქვეშ.ბაზრობისადგილი უნდა იყოს კეთილმოწყობილი, უნდა გააჩნდეს: საპირფარეშო, ღამის განათება, მაღაზია, სადაც გაიყიდება მევენახეობა-მეღვინეობის ინვენტარი(ყურძნის წნეხი, კლერტსაცლელი, საჭყლეტი, რეფრაქტომეტრი, სეკატორი და სხვ.), თანაც მუდმივად,და არა სეზონურად. აქვე უნდა იყიდებოდეს საღვინე ჭურჭელი, ყურძნის დასაკრეფი ყუთებიდა რაცძალზემნიშვნელოვანია–მევენახეობა-მეღვინეობისლიტერატურა. სასურველია, თუ ამავე ადგილზე სეზონურად იმუშავებს ლაბორატორიაც, სადაც მოხდება ყურძნის მჟავიანობისა და შაქრიანობის დადგენა. ეს ყველაფერი აუცილებელია და ეს საქმე, როგორც ითქვა,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა უნდა ითავოს, რომელიორგანიზაციაცეს ესაა იწყებს დაკომპლექტებას (იმედი ვიქონიოთ, რომ ვაზისადა ღვინისდეპარტამენტი კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდება.)
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, როგორც ავღნიშნეთ,ჯერ-ჯერობით უფრო მეტადპრობლემები ჭარბობს, თუმცა მათ აღმოსაფხვრელად არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა და იდგმება ამჟამადაც. იმედით დაველოდოთ 2013 წელს და მის მოსავალს. მანამდე კი 2012 წლის მოსავალის დაჭაშნიკება გველოდება ახალი ღვინის ფესტივალზე.
წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც ქართული ვაზისა და ღვინის ღირსებას იცავს.


წყარო: http://vinoge.com/mevenaxeoba/gasuli-2012-weli-qarTul-meRvineobaSi

    მასტერკლასი ქართულ ღვინოზე
საფრანგეთში, ანჟეს უნივერსიტეტის დირექტორის ფილიპ ვიოლიეს და უნივერსიტეტის პროფესორის ჟან მიშელ მონიეს მიწვევით, 1 თებერვალს, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავჯდომარე და საერთაშორისო ექსპერტი ანა გოდაბრელიძე ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ ლექციას წაიკითხავს. 
უნივერსიტეტში გამართულ მასტერკლასს პროფესორები, რეგიონის მეწარმეები, მეღვინეები და 15 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები დაესწრებიან, რომლებიც სამაგისტრო კურსს ღვინის და ტურიზმის, ღვინის დილერის, ღვინის გასტრონომიის და ტურიზმის, რესტორნის მენეჯერის, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერების ფაკულტეტებზე გადიან. 
მასტერკლასზე, ანა გოდაბრელიძე მსმენელებს ისეთ საკითხებს გააცნობს, როგორიცაა: ქართული ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის რეგიონები, ქართული ტრადიციული ტექნოლოგია და ქართული ღვინის პერსპექტივები. ლექციის ბოლოს ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება.
ანჟეს უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, რომლის კურსამთავრებულებიც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების, სასტუმროების, სუპერმარკეტების, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები არიან.

წყარო: http://www.gwa.ge/?17/394/&lan=ge

თბილღვინოს მიღწევები

თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ჰონგ კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში
8-10  ნოემბერი, 2012 ჰონგ კონგი -  თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო  ჰონგ კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში.
Decanter Asia Wine Awards ერთ-ერთი შვილობილი კონკურსია Decanter World Wine Awards, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. ეს კონკურსი განკუთვნილია კონკრეტულად აზიის ბაზრებისთვის.
2012 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის კონკურსი, სადაც 22 ქართულმა და უცხოურმა ღვინის კომპანიამ წარმოადგინა თავისი პროდუქცია.  უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული კომპანიები.  აღნიშნულ კონკურსზე 2 ჯილდო მოიპოვა თბილღვინოს მიერ წარმოებულმა ღვინოებმა:
15 სექტემბერი, 2012 - არასამთავრობო ორგანიზაციამ Rotary Club of Almaty, ყაზახეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა ქართული რთველისადმი მიძვნილ საღამოს, რომლის ერთ-ერთი სპონსორი თბილღვინოც იყო. მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას და ტრადიციებს.
11-14 სექტემბერი, 2012 – თბილღვინომ უკრაინული კომპანიის, ვინფორტის დელეგაციას უმასპინძლა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები უკეთ გაეცნენ თბილღვინოს ისტორიას, დააგემოვნეს ღვინოები, მოინახულეს თბილისის ღირშესანიშნაობები და მცხეთა, აგრეთვე ეწვიენ კახეთის რეგიონს.
ყვარელში, თბილღვინოს ახლად გახსნილ ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმოში, დაესწრენ ყურძნის მიღების და გადამუშავების პროცესს.


წყარო: http://www.tbilvino.ge/?hl=ge_GE


ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ყავს


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ღვინის ეროვნული სააგენტოს ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს ლევან დავითაშვილს შეხვდა და სააგენტოს ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა. ამ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცლებს.
შეხვედრაზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის და ხარისხის, ასევე ექსპორტის გაზრდის და ახალი ბაზრების ათვისების საკითხები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი 2009 წლიდან დღემდე შპს SCHUCHMANN WINES GEORGIA-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი იყო, მუშაობდა USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერად.
 

წყარო: http://www.gwa.ge/?17/465/&lan=ge

ქართული ღვინო შესაძლოა რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს

ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე ბრუნდება. ფედერაციაში მზადყოფნას ადასტურებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მტკიცებით, რუსული მხარე ქართული ღვინის მისაღებად პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს. ანდრეი დენისოვი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლებას მზად არის.
`თუ ვისაუბრებთ კონკრეტულ საქმეებზე, საუბარია ჩვენს ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებაზე. ყოველ შემთხვევაში, არის მზადყოფნა ორივე მხრიდან ამ საკითხის პრაქტიკულად განსახორციელებლად,` - განაცხადა დენისოვმა.


წყარო: http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=47299&pg=1&im=main

ქართული ღვინო ამერიკაში


ქართული ქვევრი იუნესკოში


ქართულ ქვევრსა და ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს იუნესკო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებს. საერთაშორისო ორგანიზაციას ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გაეგზავნა.